20:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 11:49:11, 1690 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება

 „გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივს“ განუცხადა.

მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ მოვლენებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ, რათა რაიმე სახის გართულება და ექსცესები თავიდან იქნეს აცილებელი.

„ჩვენს ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ დაპირიპისრება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას არ არ შეეცდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ, დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics