11:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-14 12:51:36, 1782 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ტყიბულში დაღუპული მაღაროელების დაკრძალვას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის მაღაროში დაღუპული მაღაროელების დაკრძალვას დაესწრება.

მაღაროელებს დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში  უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად ოთხი მაღაროელი  400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაღუპულებს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ.

მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics