|
2017-05-12 15:34:51, 1773 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ესტონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია
საქართველოს ორემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. როგორც კვირიკაშვილმა, ესტონეთში, კოლეგასთან ერტობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე წინ მიიწევს. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა სტუმრობა ესტონეთში - საქართველოს ერთგულ მეგობარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ესტონეთში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა მანამდე არაერთხელ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. ესტონეთს პირველად 31 წლის წინ ვესტუმრე, როდესაც საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. სამი წელი გავატარე აქ და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სულისკვეთებამ, რომელიც აერთიანებდათ ესტონელებსა და ქართველებს - დამოუკიდებლობის სულისკვეთებამ. პირველ რიგში, გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, რომლის ფუნქციების შესრულებას თქვენ ახლო მომავალში დაიწყებთ. ეს არის გამოწვევებით აღსავსე ამოცანა, რომელიც თქვენ გეკისრებათ ევროკავშირისთვის გადამწყვეტ პერიოდში. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას ერთიანი ევროპის შესახებ ჩვენი საერთო ხედვის ხორცშესხმაში. ჩვენ მივესალმებით ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებს და, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას. ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ევროკავშირთან ასოცირების ყველა პრაქტიკული სარგებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)