|
2017-05-12 12:13:01, 1503 ნახვა
საზოგადოება
14 მაისს, თბილისში ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების კვირეულის და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში ველო-გარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით 14 მაისს ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე. ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)