|
2017-05-12 09:33:47, 2134 ნახვა
სამართალი
შესარჩევი კონკურსის შედეგად, მოსამართლის თანამდებობაზე 64 კანდიდატი გამწესდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად 64 მოსამართლე იქნა არჩეული. მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 112-მა კანდიდატმა გაიარა. დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 108 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 104 კანდიდატი. საბოლოოდ შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ შევსებული შეფასების ფურცლები 101 კანდიდატზე. „კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი. კანონის ამ 2 მოთხოვნის გათვალისწინებით მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 77 კანდიდატი, შესაბამისად 24-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები. 77 კანდიდატიდან, სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 64 კანდიდატი. კონკურსი კანდიდატების არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა 7 სასამართლოში, ხოლო 2 სასამართლოში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. დანიშნული კანდიდატებიდან: 6 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელია, 4 - უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, 1 - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 27 არის რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და 26 არის მოქმედი მოსამართლე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)