21:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 12:58:58, 2003 ნახვა

სამართალი
საქართველოში ავტოავარიების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა

საქართველოში ავტოავარიების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

ამის შესახებ სასტუმრო „რადისონში“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ  კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე აღინიშნა. კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!"

"2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით  1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამისნი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო",-აღნიშნულია ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღევანდელი კონფერენციის  მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება.

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით  გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც  ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics