|
2017-05-10 10:02:41, 2272 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება
დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედურ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახეზეა ტექნოლოგიური კატასტროფა. „პირველ რიგში რაც გაკეთდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ცხადი, ყველასთვის ნათელი გამოძიება, იმ ფაქტების დადგენა თუ რა მოხდა, რატომ მოხდა. მეორე რაც გაკეთდება რა თქმა უნდა დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება და ეხლა რაც მთავარია უნდა მივხედოთ მდგომარეობას რაც აქ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება შემდგომ. დღეს რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ტექნიკური, ასე ვთქვათ ტექნოლოგიური კატასტროფა და დიდი ტრაგედია. თანაგრძნობას ვუცხადებ კიდევ ერთხელ თითოეულ ტყიბულელს და მეშახტეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ტრაგიკული მოვლენა. გპირდებით, რომ გამოძიება იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)