|
2015-01-13 19:28:55, 3481 ნახვა
სხვადასხვა
2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე ერთჯერადად დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი უქმდება
დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალურ მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე დაერიცხათ დასუფთავების მოსაკრებელი, გათავისუფლებული არიან ერთჯერადად დარიცხული გადასახადისგან, ხოლო მათ ვისაც უკვე გადახდილი აქვს მოსაკრებელი, გადახდილი თანხა დაუჯდებათ კრედიტში. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხათ მოსაკრებელი, მიმდინარე წლის 5 ივნისის ჩათვლით, განცხადებით მიმართონ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მისამართზე - კახეთის გზატკეცილი #67, ბელიაშვილის ქ. #25. როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-ამოღების კონტროლის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2014 წლის 22 სექტემბრის #02748 ბრძანებით ქ. თბილისის პასპორტიზაციის ფარგლებში შეამოწმა დედაქალაქის 5 რაიონში მოქმედი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიულ პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები. აღნიშნულ პირებს დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით, რამაც ხშირ შემთხვევაში შეადგინა 2 თვიდან 18 თვემდე პერიოდი. შესაბამისად, ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა მერყეობს დაახლოებით 100 ლარიდან 200 000 ლარამდე. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რის გამოც შესამოწმებლად დარჩენილ რაიონებში მოქმედ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს ახალი დადგენილების მიღების ძალაში შესვლის დღიდან - 2014 წლის 17 დეკემბრიდან. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და არათანაბარ პირობებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა შემოწმება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიულ პირების, ინდივიდუალური მეწარმეების თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, საჭიროა შემოწმებულ გადამხდელებზე (აბონენტებზე) ერთჯერედად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)