|
2017-05-08 13:03:37, 2428 ნახვა
ეკონომიკა
რეგიონში ყველაზე დიდი საბანკო გაერთიანება წარმატებით დასრულდა
თიბისი ბანკი მადლობას უხდის ყველა ერთგულ კლიენტს და გუნდს, რომელმაც ეს პროცესი წარმატებით განახორციელა. თიბისი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა გაერთიანდენ. ორი ბანკის შერწყმის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა. უკვე დღეიდან, ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები არიან. მათ წვდომა აქვთ თიბისი ბანკის პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი; სადეპოზიტე და საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი. წარმატებით განხორციელდა ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია, რომელიც 6 და 7 მაისს მიმდინარეობდა, შედეგად უკვე ყველა სახის საბანკო სერვისი სრულად ხელმისაწვდომია, როგორც თიბისი ბანკის, ისე რესპუბლიკის მომხმარებლებისთვის. კლიენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ, როგორც თიბისი ბანკის, ისე ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში. შერწყმის შედეგად, თიბისი ბანკი საქართველოში გახდა #1 ბანკი ყველა საბანკო სეგმენტში და მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები ბაზარზე.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)