16:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:24:35, 1875 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ბათუმში  მიმდინარეობს. დღეს პირველად საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად,  პრეზიდენტიც იღებს მონაწილეობას. 

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თავდაპირველად  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართა:

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო გატანილი, ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო და ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენს კონსტიტუციაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონის განვითარებას და წინსვლას. მინდა, განსაკუთრებით სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს ერთსულოვნებისათვის. ფაქტობრივად, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი რეგიონის მომავალი, ესაა ჩვენი რეგიონის წარმატება, გამარჯვება, ესაა ეფექტური მართვა, კოორდინირებული მუშაობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის“,-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics