16:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 10:59:52, 2661 ნახვა

პოლიტიკა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების გამო, საქართველოში „ევროპის დღე“ აღინიშნება

დღეს, 7 მაისს, 12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას. 

15:00 სთ - ზე ღონისძიება ფორმალურად გახსნეს ევროკავშრის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

საერთაშორისო ფორმატის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი ხასიათისაა და ითვალისწინებს ე.წ. “ევროსოფლის” მოწყობას. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები.

12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წარმოდგენილი იქნება დღის გასართობი პროგრამა  საქართველოში ევროკავშირის წევრების პარტნიორი საბავშვო ანსამბლის წარმოდგენები და ევროპიდან მოწვეული პროფესიონალი არტისტები.

19:00 საათზე - გალა კონცერტი, აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ევროპული ბენდი - ჯაზანოვა და პოლ რენდოლფი და ქართული ჯგუფი მგზავრები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics