|
2017-05-05 17:23:17, 1709 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წევრები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხები და ის სირთულეები, რომლებიც პროცესის წინსვლას აფერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებზე. შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმათველობის დანერგვის პროექტის განსახორციელებლად. დღეის მდგომარეობით, „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგილია და 47 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოწვეული სტუმრების კითხვებს უპასუხეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)