13:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:49:51, 2192 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „SCAT Airlines“ საქართველოში ფრენის მიმართულებებს აფართოვებს

ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. “SCAT Airlines” რეგულარულ ფრენებს განაახლებს ასევე აქტაუ-ბათუმის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი “SCAT Airlines”-ის განრიგების მიხედვით, ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება:

ა) აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 22 მაისიდან ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება;

ბ) აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება;

რეგულარული რეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ წარმოადგენს ახალ მიმართულებას “SCAT Airlines”-სთვის. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ოპერირება კი ყაზახურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს დაიწყო და ფრენებს ზაფხულის  სეზონის ბოლომდე ასრულებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 5 მაისს მიანიჭა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics