15:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 10:45:13, 1914 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს ხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მოაწერენ ხელს.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics