|
2017-05-04 14:43:17, 2280 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველომ პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა
პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ 6 წლის განმავლობაში პირწმინდად რუსეთს არაღიარების პოლიტიკა მოუგო, - ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით შესაბამისი კომენტარის დროს განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგი. „ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. ასეთი კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ ის რეალობა, რაც არის, მაგრამ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ და არ გატყდება ჩვენი სული. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)