02:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 21:24:26, 1913 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს მარუსია ჩიქოვანს 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ქალბატონი მარუსია აფხაზეთში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი გახლდათ ოჩამჩირისა და ახალი კინდღის საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო 1962- 1987 წლებში სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. მარუსია ჩიქოვანი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და დაჯილდოებულია  ქების სიგელებითა და მედლებით.

ვახტანგ ყოლბაიამ მარუსია ჩიქოვანს დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics