|
2017-05-03 18:30:44, 1722 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ გამოთხოვილი მასალა კანონით დადგენილ ვადებში მიიღო, თუმცა ანგარიშში არ ასახა და ოფიციალურად განაცხადა, რომ სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 2017 წლის 2 თებერვალს გამოითხოვა ინფორმაცია (ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად) სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში მატერიალური სახით, საქართველოს ფოსტის საშუალებით გადაეგზავნა. გაგზავნილი წერილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 თებერვალს ჩაიბარა (საქართველოს ფოსტამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმღები პირის მონაცემები აცნობა)“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)