|
2017-05-03 18:08:59, 1819 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტში მწეველებისთვის სპეციალური ოთახი გაკეთდება
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორის გუგული მაღრაძის განცხადებით, აეროპორტში მოსაწევი ადგილი გაკეთდება. როგორც მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვისას აღნიშნა, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, თუ რა ზომის უნდა იყოს მოსაწევი ოთახი, რომელიც აეროპორტში შეიქმნება. „ყველა ცივილური ქვეყნის დახურულ ადგილებში მოწევა აკრძალულია, მოსაწევი ადგილები მხოლოდ ტრანზიტულია. მაგალითად, აეროპორტებში, რადგან აეროპორტებში თავს იყრიან ისეთი ადამიანები, რომლის ქვეყანაში შეიძლება არაა აკრძალული მოწევა და მას უნდა ჰქონდეს მოწევის საშუალება. ჩვენ ვუშვებთ ასეთი ტიპის სპეციალურ ადგილებს მაგალითად აეროპორტში. ამაზე ვიმსჯელეთ და 6 კვადრატული ამოღებული იქნება. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რა ზომის უნდა იყოს ის მოსაწევი ოთახი, რომელიც აეროპორტში შეიქმნება“,-განმარტა გუგული მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)