|
2017-05-03 15:14:50, 1883 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს 13 მაისს მორიგ აქციას სთავაზობს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მორიგი აქციის ფარგლებში, 13 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს გამართავენ თბილისიდან მოწვეული ექიმები - ნეიროქირურგი, უროლოგი და გულსისხლძარღვთა ქირურგი. სამიზნე კონტინგენტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა. ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე, ადგილობრივ ექიმებთან (არჩილ ზაბახიძე, ოქროპირ სადუნიშვილი) ერთად, პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას დისკოგენური რადიკულოპათიების მიმართულებით. შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი, რომელსაც სჭირდება პრობლემებს კორექტირება ქირურგიული ჩარევით. ჩატარდება შესაბამისი კვლევები (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია) და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა. თბილისიდან მოწვეული ექიმი ადგილობრივ ექიმებთან (ვასილ ბერიძე, თემურ ჩაჩანიძე) ერთად, პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას, ჩატარდება შესაბამისი ორგანოს ექოსკოპიური კვლევები და შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი ოპერაციული მკურნალობისთვის (მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით), რაც კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება. გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ კვიცარიძე პაციენტებს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის, ექოკარდიოსკოპია).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)