|
2017-05-03 14:26:03, 2276 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე რატიანს: მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და მას დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ვცვლით
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი სიცრუეში დაადანაშაულა. კერძოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სურს, ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა ამოქმედდეს. კობახიძემ კი უპასუხა, რომ მუსოლინის სისტემა ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ დაუტოვა და ახლა მისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით შეცვლა ხდება: „როგორც წესი, მე არ ვაკეთებ ხოლმე განცხადებებზე კომენტარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ტყუილი თქვა, რომ არ შემიძლია ძალიან მოკლე კომენტარი არ გავაკეთო. რაც შეეხება მუსოლინის სისტემას, მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25%-ს ავტომატურად იღებდა 2/3-ს.მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ბატონო სერგო. ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა მუსოლინის ხელისუფლებამ საქართველოში“,-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სერგო რატიანს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)