13:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:41:09, 2381 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება

პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთო, თუმცა მისივე თქმით, საერთო სახალხო განხილვაში აქტიურად აპირებს ჩართვას .

"ჩვენ ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, რა ტიპის იქნება ეს შემოთავაზება. საერთო სახალხო განხილვის პროცესი როგორ წარმოუდგენია პარლამენტს და რა შემადგენლობით წარმოუდგენია კომისიის მუშაობა. თუ როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას უკვე განსაზღვრას შემოთავაზებული ფორმატი.  ამ შემთხვევაში პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საერთო სახალხო განხილვების კომისია, მუშაობის წესი და ამის შემდგომ იქნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე გაცხადებული“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ჩიხრაძის განმარტებით, პრეზიდენტი აწარმოებდა კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულებას უწყობდა ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics