|
2017-05-03 11:54:34, 2348 ნახვა
საზოგადოება
რუსი ბაიკერები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს, აცხადებენ, რომ „ღამის მგლების“ წევრები არ არიან
საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს, - ამის შესახებ Auto.mail.ru რამდენიმე მოტოციკლისტზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ბაიკერები აცხადებენ, ისინი 2 მაისს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტიდან აპირებდნენ საქართველოში შესვლას, თუმცა მათ უარი უთხრეს. გარდა ამისა, ბაიკერების თქმით, ქვეყანაში შესვლაზე უარის მოტივი მათთვის არ უთქვამთ. რუსული მედია მათ მიერ მიწოდებულ ფოტოსაც ავრცელებს, სადაც პასპორტში ქვეყანაში შეშვებაზე უარის დამადასტურებელი ბეჭედიცაა დაფიქსირებული. მოტოციკლისტების ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა დაახლოებით 50 ბაიკერს შეექმნა და მათი ვარაუდით, ასეთი შეზღუდვა შეიძლება მაისის ბოლომდე გაგრძელდეს. მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიკერები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს "ღამის მგლების" წევრები არ არიან. რუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)