|
2017-05-02 16:37:56, 1758 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 7 მისამართზე ქანობიანი სახურავის, სართულშუა ნაპრალების, შიდა წყალ-კანალიზაციის, შენობის გამაგრებისა და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დაზიანებული ქანობიანი სახურავისა და სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ბათუმის ქუჩაზე მიმდინარეობს. ლებანიძის ქუჩის N6-ში კი წყალსაწრეტი მილები იცვლება. დიდუბის რაიონში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 4 მისამართზე მიმდინარეობს, ასევე 2 მისამართზე სადარბაზოს კეთილმოწყობისა და შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოები გრძელდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)