|
2017-05-02 16:21:28, 2140 ნახვა
კომენტარი
გოგაძე: ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადება ყველანაირ ზღვარს სცდილდება. როგორც გოგაძემ აღნიშნა, ომბუდსმენი საკუთარ უფლებამოსილებას სცდება. "სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის მოგვევლინა მხარედ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს გამოთხოვილი პროკურატურისგნ“, - განაცხადა გოგაძემ ჟურნალისტებთან. რაც შეეხება გაუთქმელობის ვალდებულებას, გოგაძის განმარტებით, ეს კანონით არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის განცხადებით ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში თანასწორუფლებიანობა დარღვეულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)