|
2017-05-02 15:16:33, 1960 ნახვა
ეკონომიკა
27 356 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა
„საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 27356 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1112,0 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. „1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3972-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 949,5 მილიონიდან 1112,0 მილიონ ლარამდე. 27356 ხელშეკრულებიდან 12042 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 149,2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილისთვის 14.3% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 8251 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 350,1 მილიონი ლარია. 2250 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 543,85 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 99,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 444,8 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 52 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 1709 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12,58%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 4761 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 67,2 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 15,48%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 219 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 14.6%-დან 12%-მდე შემცირდა. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ლარში გაცემული სესხების მკვეთრი ზრდა გამოწვეულია სესხის გალარების ერთჯერადი აქციით და 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შეზღუდვით. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გამყარება მოსალოდნელია, შენარჩუნდეს სამრეწველო ფასების და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც ამ დროისათვის 9.1%-ს და 5.4%-ს შეადგენს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მოსალოდნელი იყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე“, - ნათქვამია საზოგადოება და ბანკების განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)