|
2017-04-29 15:36:27, 2440 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე პარტნიორები ვართ
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვზეიმობთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. მე მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას 4 ელჩიდან სამი ესწრება, რომლებიც საქართველოში მსახურობდნენ. ნამდვილად დროა, ვისაუბროთ მიღწევებზე, რომელიც ერთად გვქონდა და დავსახოთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე, აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის ელჩი, ასევე მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)