18:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 19:42:20, 2644 ნახვა

სამართალი
სუს-ი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის რაიონის  სოფელ ხურჩასთან ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა.

მათივე განმარტებით, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა  დონეზე.

ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.   

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსწიეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics