|
2017-04-28 12:37:19, 2120 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება, თუ როგორ უნდა მოიტანონ შეტევა პარლამენტზე
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ხედვა პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა მიდიან პოლიტიკურ კომპრომისზე და რამდენიმე წლით ტოვებენ სისტემას, რომელიც მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია. კობახიძის განმარტებით, ამის პარალელურად პრეზიდენტი აწარმოებს კამპანიას- პოლიტიკურ პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა პარლამენტზე. კობახიძის თქმით, თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება, პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს: "ჩვენ ჯერ კიდევ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა არის კონკრეტული პროცესები, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება როგორც ჩანს პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. ექსპერტებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება, კომპრომისი დაკარგავს აზრს. ამ შემთხვევაში პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე რომელიც უფრო სწორია",-აღნიშნა კობახიძემ.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)