|
2017-04-28 12:08:57, 2266 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„საქმე იქითკენ მიდის, რომ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს და 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება“
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმე იქეთკენ მიდის, რომ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს და 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება. "არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით.ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თან თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, როგორ უნდა მიიტანოს შეტევა პარლამენტზე. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ნებისმიერი ტიპის კომპრომისს აზრი დაეკარგება და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც სისტემური თვალსაზრისით უფრო სწორია. თუ კომპრომისს აზრი დაეკარგება, არაპირდაპირი წესით არჩევა შეიძლება მოხდეს შედარებით ადრე. დიდი იმედი მაქვს კომპრომისს აზრი არ დაეკარგება",-აღნიშნა კობახიძემ.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)