|
2017-04-27 19:08:52, 2133 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესზე: თუ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, შეიძლება გადაწყვეტილებები გადაიხედოს
„დღევანდელი მოცემულობით გათვალისწინებულია 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხოლო პროპორციული არჩევნების ჩატარება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წლიდან იგეგმება. რაც შეეხება საბოლოო ვადებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეიძლება სხვადასხვა გარემოებაზე იყოს დამოკიდებული. „გავაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ მსჯელობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, რა გარემოებამ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მმართველი გუნდის ხედვა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა მიდიან პოლიტიკურ კომპრომისზე და რამდენიმე წლით ტოვებენ სისტემას, რომელიც მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია. კობახიძის განცხადებით, თუ ეს პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები გადაიხედოს. „ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გადავიდეთ საბოლოო ჯამში არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას პირდაპირი წესით, ესაა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი, მთავარია, ამ კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. ჩვენი ხედვა განსხვავებულია პრეზიდენტის არჩევის წესზე. ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ვტოვებთ 7 წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს საერთო პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)