|
2017-04-27 16:27:24, 2033 ნახვა
ეკონომიკა
ხვალიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს
28 აპრილიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ 16:40 საათზე დაეშვება. ამანის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი კი ხვალვე, 17:30 საათზე გაფრინდება „იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ი ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, Air Arabia Jordan-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და „Air Arabia Jordan“-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ახალ ავიამიმართულებაზე ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა. ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)