|
2017-04-27 14:29:48, 2345 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი: ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში
ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, - ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა, ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ლივიუ დრაგნეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი რუმინეთისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დღეიდან კიდევ უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზე გადავიდა. გიორგი კვირიკაშვილმა და ლივიუ დრაგნეამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველო და რუმინეთი იწყებენ დეკლარირებული მიზნებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას - უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები დაინტერესებულები არიან მაქსიმალურად აითვისონ სხვადასხვა სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით გააქტიურება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტი და ახლო მომავალში გაიმართება ბიზნესფორუმები ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინეთის უდიდეს როლს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)