18:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 10:48:02, 2259 ნახვა

სამართალი
შსს-მ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,29617 გრამი ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics