19:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 15:48:52, 2475 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იოზვაკის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე დარჩენილია ევროკავშირის მინისტრების დონეზე საკითხის განხილვა, რომელიც 11 მაისს გაიმართება. 

დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა უკვე გამოეხმაურა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა. 

"ევროკავშირის საბჭომ ელჩების დონეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა", - დასძინა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ვიზილიბერალიზაციის მინიჭებას მხარი 6 აპრილს დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics