2017-04-26 12:56:18, 2173 ნახვა
სამართალი
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქალბატონი დააკავეს
ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული როგავების ოჯახის წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი ქალბატონი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ენგურის ხიდზე მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე- წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე-კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით მოხდა.
ქალბატონს დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლებენ.
მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან მათ გასათავისუფლებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
არჩილ და პაატა როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.
მათ ბრალი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან