|
2017-04-25 13:41:06, 2314 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, ქ. თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მ.მ. უკანონოდ ატარებდა "BROWNING"-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA". ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. სამართალდამცველებმა მ.მ. 2017 წლის 11 იანვარს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მ.მ. წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. 2008 წლის 25 მარტს იგი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ჩადენილი ძალადობით) გასამართლდა და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 3000 ლარი. 2010 წლის 27 თებერვალს მ.მ. კვლავ გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წელი და 9 თვე პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 2000 ლარი. 2011 წლის 4 მაისს მ.მ. გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წელი და 1 თვე თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა, ხოლო 2013 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)