19:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 13:05:24, 1614 ნახვა

საზოგადოება
შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საავიაციო საწვავი დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება

საავიაციო საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდაავიაციისთვის იქნება  განკუთვნილი, დღგ-სგან და აქციზისგან  გათავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის შესახებაც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

„ცვლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები  ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. დღგ- სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ  საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც  შიდა ავიაციისთვის, ბორდზე მისაწოდებლად იქნება განკუთვნილი.  ასევე, განკუთვნილი იქნება  სხვადასხვა  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევისთვის. ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას,  ვინაიდან შიდა ავიაცია არის ძირითადი სუბსიდირებადი დარგი  და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა  ჩვენ მაქსიმალურად გავაიოლოთ შიდა მიმოსვლა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics