|
2017-04-24 15:35:35, 2278 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ, 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიურ რიგით მეთორმეტე ცერემონიაზე, 200-მდე ექსპერტის შეფასებით "თეგეტა მოტორსი“ წლის „ინოვატორ კომპანიად“ დასახელდა, ავტო ინდუსტრიის სფეროს განვითარების, მომსახურების უმაღლესი სტანდარტებისა და უნიკალური სერვისების შექმნისათვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში. ასევე “თეგეტა მოტორსი“ დასახელდა „წლის საუკეთესო დამსაქმებლად“, რაც მეტად საამაყოა კომპანიისთვის. “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. “თეგეტა მოტორსი” კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამებისა და დანადგარების მეშვეობით. „თეგეტა მოტორსში“ დასაქმებულია 1500-მდე ადამიანი, კომპანია ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 2000-მდე საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 21 ფილიალს.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)