|
2017-04-23 14:25:39, 2272 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების და ფისკალური რისკების მართვის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტორ გასპარის (Vitor Gaspar) შეხვედრისას. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომლებსაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს. პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც, მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. მან ასევე პირისპირ შეხვედრები გამართა სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და პოტენციური ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)