|
2017-04-22 18:20:47, 2781 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ლარიზაციის სამთავრობო გეგმას მხარს უჭერს
„საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან, დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორების ლარში დაფინანსებისთვისა და ქვეყნის მთავრობის ლარიზაციის გეგმის მხარდასაჭერად, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს. დღემდე, კორპორაციას საქართველოს კერძო სექტორში, 59 პროექტში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)