|
2017-04-22 15:25:33, 2111 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური: კენჭისყრის შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს
პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს. როგორც ძიძიგურმა საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები, ძირითადად, ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას გულისხმობს. “კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მივიღებთ, რა თქმა უნდა კარგი მიმართულებით, განსაკუთრებით, არსებულ რედაქციასთან შედარებით. გადავალთ საპარლამენტო მოდელზე. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილებები ყველა კონსტიტუციურ რგოლში შესაბამისად დალაგდება”, - განმარტა პარლამენტის ვიცე სპიკერმა. რაც შეეხება მესამე სექტორის და ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებებს, ძიძიგურის თქმით, დღეს მათი განხილვაც მოხდება. “ალტერნატიულ წინადადებებს დღეს განვიხილავთ და საბოლოო შედეგი კენჭისყრით გადაწყდება”, – დასძინა ზვიად ძიძიგურმა. ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომას პარლამენტის და კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობენ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია “ნაციონალურმა მოძრაობამ “, “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)