|
2017-04-22 13:50:51, 2081 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცარაგოსს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კორპორაციის (IFC) მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, რომელიც 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში განვითარდა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ზრდაა ყველა ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებელში, მათ შორის, ეკონიმიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4.8 პროცენტი შეადგინა, პირველ კვარტალში ექსპორტი გაიზარდა 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით. პირველმა ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაჩქარება უნდა განაპირობოს კორპორაციის ხელმძღვანელმა პირებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ IFC, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, ყოველთვის უწევდა მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გეგმავს საქართველოში მიმდინარე ლარიზაციის რეფორმის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. აღნიშნული კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. 1995 წლიდან დღემდე, რაც საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ქვეყნის კერძო სექტორში 1,64 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, დაფინანსდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა. ამასთან, კორპორაცია საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ტექნიკური დახმარების სახით. შეხვედრას ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მმართველი დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტომაშ ტელმა და ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი დაესწრნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)