|
2017-04-22 12:03:33, 2092 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოის შეხვდა
საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დე ლანოიმ, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საუბარისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განაპირობოს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა სრული მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. დეტალურად განვიხილეთ ის მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ქვეყანაში გვაქვს. მნიშვნელოვანი ზრდაა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა. სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება. „სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო იწონებს იმ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება და ასევე, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. ზოგადად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა. ფინანსთა მინისტრმა ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)