|
2017-04-21 14:00:23, 1530 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი ტრენინგები დასრულდა
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა. პროგრამის დახურვის ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. გიორგი პატარიძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც დასკვნითი სემინარი საქართველოში გაიარეს, პროცესის დასრულება მიულოცა. სტუდენტებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. „IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვიდნენ. აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებს, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სტუდენტებისათვის სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში ჩაეტარებინა. აკადემიის არჩევანი განაპირობა საქართველოს წარმატებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, „საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“. „IACA“-ს ექსპერტებმა ტრენინგები ქართველი საჯარო მოხელეებისთვისაც გამართეს − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სწავლების პროცესში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მოუსმინეს. დასკვნით სემინარზე საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „IACA“-ს დელეგაციას და აკადემიის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია გააცნო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)