17:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:38:15, 2530 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ოჯახის 3 წევრი დააკავა

ფრანგმა სამართალდამცველებმა, გუშინ პარიზის ცენტრში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის 3 ახლობელი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.

დაკავებულები მაშინ აიყვანეს, როდესაც თავდამსხმელის ბინაში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics