|
2017-04-20 15:12:42, 2037 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება. ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად ნორმალურია და ეს საფრთხეს არაფერს არ უქმნის. „ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორი იქნებოდა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მზად ვართ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩვნების ჩატარება ერთი ვადით მოხდეს, ხოლო შემდეგ - არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)