|
2017-04-20 12:32:50, 1924 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცებისა და ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მერსედეს ვერა მარტინთან გამართული შეხვედრისას. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გასწია, რაც საქართველოსთვის ახალი პროგრამის დამტკიცებით დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით. ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მისიის ხელმძღვანელმა პოზიტიურად შეაფასა ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის, ისე ხარჯვის კუთხით. „ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ სულ ახლახან დავამტკიცეთ ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც სახეზეა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში. პირველი კვარტლის მონაცემები გვიჩვენებს ძალიან პოზიტიურ დინამიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც", - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი ისეთ რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და სხვ. ინდივიდუალურად განხილული იქნა სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები და მათი მიმდინარეობა დადებითად იქნა შეფასებული. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)