|
2017-04-20 12:02:26, 1979 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ლავროვი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს
„ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო გლობალური პრობლემების გასაყარზე იმყოფება, თუმცა სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ინარჩუნებს. „ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. თუმცა, საქართველო, გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში. მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი ხედვაა, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით. „მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)