16:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 10:20:52, 2576 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისათვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემას გულისხმობს და ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს",-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics