14:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 17:20:01, 1703 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა და სტუდენტებს, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდება.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართავს, რომელზეც „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.
 
ამავე კამპანიის ფარგლებში,  ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
 
დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოს წევრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics